მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებები ერთი მილიარდით გაიზრდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნებები 6 მილიარდ 960 მილიონი ლარის ნაცვლად, 7 მილიარდ 088.8 მილიონი ლარი იქნება. აღნიშნულის შესახებ ისაუბრეს დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი და "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, პაპუნა პეტრიაშვილმა დახურულ ფორმატში გააცნო. პაპუნა პეტრიაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბიუჯეტის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა, თუმცა მომავალი წლის ბიუჯეტის 90% თითქმის გაწერილია. მისივე თქმით, მთავრობა მზადაა კონკრეტული წინადადებების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინოს ისინი. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტს, ის 660 მლნ. ლარით განისაზღვრება. "თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 85 მლნ. ლარით მცირდება, წინა წელს ის 745 მლნ–ს შეადგენდა, ეს მოდის ძირითადად როგორც ადმინისტრაციულ ისე სხვადასხვა თავდაცვის ხარჯებზე" , – განაცხადა პაპუნა პეტრიაშვილმა. წყარო - parliament.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_209.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 15:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.