საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განცხადებით, 2010 წელს მთავრობამ იმის მაქსიმუმი გააკეთა, რისი გაკეთებაც არსებულ პირობებში იყო შესაძლებელი. "არ იყო მარტივი 2010 წელი, 2009 კიდევ უარესი იყო. ბევრ პრობლემას შევეჩეხეთ, ბევრი ახალი ამოცანა დავისახეთ. ყველაფერი ვერ განვახორციელეთ, მაგრამ იმ პირობებში, რაც გვქონდა, მაქსიმალური გაკეთდა, მათ შორის სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით", - განაცხადა პრემიერმა ნავთლუღის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებთან შეხვედრისას.მისივე განმარტებით, იმ პოლიტიკური პრობლემის გადატანა, რომელიც საქართველოს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მოუწია, "ასე მარტივად გადასატანი ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისთვის არ იქნებოდა". "ძალიან მძიმე პრობლემა გადავიტანეთ ძალიან მცირე პერიოდში. ამას ასე მარტივად ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გადაიტანდა", - განმარტა გილაურმა. ამასთან, პრემიერმა მომავალი წლის პრიორიტეტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამუშაო ადგილების შექმნა კვლავ მთავრობის მთავარ პრობლემად და მიზნად რჩება. "რისი გაკეთება შეგვიძლია ამ მიმართულებით? რომ ვთქვა, მთავრობა გამოვა და თვითონ დაიქირავებს ყველასთქო, ეს არასწორი მიდგომა იქნება და აჩვენა კიდეც, რომ ამან ვერც გაამართლა და ვერც ვერასდროს გაამართლებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი გარემო, რომელშიც კერძო ბიზნესი განვითარდება და იქნება კომფორტული", - დასძინა საქართველოს პრემიერმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_206.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 13:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.