''მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის'' საბოლოოდ სავარაუდოდ, 24 ნოემბერს დაიშლება | საქართველოს ამბები | ||
ირაკლი ოქრუაშვილის მიერ დაფუძნებული "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" საბოლოოდ სავარაუდოდ, 24 ნოემბერს დაიშლება. პარტიის დაშლა ავტომატურად მას შემდეგ მოხდება, რაც "ქართული პარტიის" ყრილობა ჩატარდება. ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" წევრებად რჩებიან, მოძრაობის დაშლას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი უკვე "ქართული პარტიის" საინიციატივო ჯგუფის წევრად ითვლება. მათ შორისა "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" მთავარი კომიტეტის წევრი ირაკლი დოლაბერიძე, რომელიც დღეს გორში "ქართული პარტიის" ოფისის გახსნასაც დაესწრო.
ოქრუაშვილის პარტიის გაუქმება მით უფროა მოსალოდნელი, რომ "ქართული პარტიის" გორის რაიონული ოფისის საინიციატივო ჯგუფში თავის დროზე ადგილობრივ საკრებულოში "მოძრაობიდან ერთიანი საქართველოსთვის" სახელით გასული თემურ აფხაზიშვილი, კახა ქარელი და კახა ერგემლიძე არიან. შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილი ამჟამად ცოტა ხნის წინ დაფუძნებული "ქართული პარტიის" ლიდერად მოიაზრება. წყარო - pirweli.com.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_204.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 13:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.