პრემიერი პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაპირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური პროდუქტებზე ფასების დარეგულირებას გვპირდება. „პროდუქტებზე ფასების რეგულირება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. ყველა არსებული გამოწვევის პირობებში ჩვენ ვცდილობთ ისე ვიმოქმედოთ, რომ ხორბალზე ფასების გაზრდა არ აისახოს მოსახლეობაზე“, - განაცხადა გილაურმა დღეს სამკერვალო ქარხნის მონახულების მსვლელობაში, სადაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთათვის ფორმა იკერება. გილაურის თქმით, ხორბლის დამატებითი პარტია უკრაინიდან იქნება მოწოდებული, თუმცა პარალელურად მთავრობა ქვეყნის ხორბლით მომარაგების სხვა წყაროებითაც იმუშავებს. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_201.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 13:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.