საქართველოში ამერიკული 911-ის სისტემა დამკვიდრდება | საქართველოს ამბები | ||
ამერიკული 911-ის სისტემა საქართველოშიც დამკვიდრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა. მისი განმარტებით, მხოლოდ ერთი ნომრის აკრეფით მოქალაქეები პოლიციას, სასწრაფოს და სახანძროს ერთად დაუკავშირდებიან. ახალი ტექნოლოგიის დანერგვაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. "ჩვენ ვმუშაობთ მართვის ერთიანი ცენტრის შექმნაზე, რომელიც მერიის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტია. ის ტრანსპორტის, საგანგებო სიტუაციების, პატრულის, ასევე კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული კომპანიების დაკავშირებას გულისხმობს ისე, რომ მხოლოდ ერთი ნომრის აკრეფით გახდეს შესაძლებელი ყველა ამ სერვისის მიღება", - განაცხადა უგულავამ დღეს, ისანი-სამგორის რაიონში პოლიციის ახალი შენობის პრეზენტაციაზე. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_196.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 11:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.