ისრაელმა აღიარა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელების შეუძლებლობა | მსოფლიოს ამბები | ||
ისრაელმა ჯერ კიდევ ხუთი წლის წინ უარი განაცხადა იდეაზე, რომელიც ითვალისწინებდა სამხედრო ოპერაციის განხორციელებას ირანის წინააღმდეგ ატომური ობიექტების განადგურების მიზნით. ამის შესახებ არის საუბარი დიპლომატთა მიმოწერაში, რომელიც გამოაქვეყნა WikiLeaks. დოკუმენტები დათარიღებულია 2005 წლის დეკემბერი - 2006 წლის იანვარი და დაიბეჭდა გაზეთ ,,გაარეც“-ში. ერთ-ერთი წერილი აღწერილია ამერიკელი კონგრესმენის ჰარი აკერმანისა და ისრაელის ატომური ენერგეტიკის კომისიის ხელმძღვანელის არიელემ ლევიტოს შევედრა,როდესაც ამ უკანასკნელის განცხადებით ისრაელის ხელისუფლებაში უმრავლესობა შეუძლებლად თვლის ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას. ლევიტას თქმით, ირანს აუცილებლად ექნება გათვალისწინებული 1981 წელს ისრაელის მიერ ერაყის ატომური რეაქტორის ,,ოსირაკის’’ დაბომბვის ფაქტი, ამიტომ იგი უკვე მოახდენდა თავისი ატომური ობიექტების მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფანტვას. მან ივარაუდა, რომ ირანს შეეძლო ატომური ბომბის შექმნა 2-3 წლის განმავლობაში, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ ისრაელი არ ფლობდა ზუსტ ინფორმაციას ირანის საიდუმლო ატომური პროგრამის შესახებ. ბოლო პერიოდში არაერთხელ დაიწერა პრესაში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა ისრაელი ამზადებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ. თუმცა ამის ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა. ირანი კი თავის მხრივ დაჟინებით უარყოფს ბრალდებას, რომლის თანახმადაც იგი ცდილობს შექმნას ატომური იარაღი. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1957.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 აპრ. 2011, 17:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.