დავით დარჩიაშვილი რუსი ჯაშუშების ექსტრადაციას არ გამორიცხავს | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი რუსი ჯაშუშების ექსტრადაციას არ გამორიცხავს. "ექსტრადაცია არ არის გამორიცხული. ყველაფერი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით მოხდება", - განუცხადა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებაზე კომენტირებისას. ამასთან, დარჩიაშვილი ლავროვის უწყების იმ მოთხოვნასაც პასუხობს, რომელიც რუს ჯაშუშებთან საერთაშორისო დიპლომატების დაშვებას გულისხმობს და აცხადებს, რომ "რაც უფრო ხშირად გაახსენდება მოსკოვს საერთაშორისო სამართლის ნორმები მით უფრო უკეთესი იქნება ორივე ქვეყნისთვის". "თავის განცხადების ერთ ნაწილში, რომელშიც ლავროვი პროვოკაციაზე საუბრობს, არაადექვატურია, მაგრამ მეორე ნაწილში მას საერთაშორისო სამართალი და დიპლომატიური არხები ახსენდება. ასე იყო 2006 წელსაც. რაც უფრო ხშირად გაახსენდება მას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მით უკეთესი იქნება რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც", - განმარტა დარჩიაშვილმა. როგორც ცნობილია, რუსეთი ქართული მხარის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ საკუთარ მოქალაქეებთან დიპლომატების შეშვებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სს მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა. მისი განმარტებით, დიპლომატების დახმარებით მოსკოვი აპირებს გადაამოწმოს დაკავებულები არიან თუ არა ნამდვილად რუსეთის მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ს კონტრაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 წლიანი ოპერაციის შედეგად რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 13 პირი დააკავეს, რომელთა შორის 4 რუსეთის მოქალაქეა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_195.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 11:43 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.