Danone-მ Evian-ის წყლის წარმოება შესაძლოა იაპონელებს მიჰყიდოს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ფრანგულმა კომპანია Danone-მ თავისი ბუტილირებული წყლის წარმოების ბიზნესი შესაძლებელია იაპონურ Kirin Holdings Co-ს, Asahi Breweries Ltd.-ს ან Suntory Holdings Ltd.-ს მიჰყიდოს. Danone-ს ეკუთვნის ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Evian და Volvic. ანალიტიკოსთა თქმით, მოლაპარაკებები ადრეულ სტადიაზე იმყოფება და მათი შედეგი ჯერჯერობით ბუნდოვანია. ასევე უცნობია ის, თუ კერძოდ როგორ გეგმავს Danone ბიზნესის გაყიდვას - მთლიანად თუ ნაწილ-ნაწილ, - იტყობინება სააგენტო Bloomberg. იაპონელთათვის მინერალური წყლის წარმოების გადაცემის შესაძლებლობა დაადასტურეს წყაროებმა, რომლებიც ახლოს არიან ფრანგულ მწარმოებელთან და იციან მოლაპარაკებათა მსვლელობის დეტალები. წინასწარი შეფასებებით, აქტივთა გაყიდვა საშუალებას მისცემს Danone-ს, მიიღოს 5-დან 7 მლრდ დოლარამდე მოგება. იაპონური კომპანიების წარმომადგებლები სიტუაციასთან დაკავშირებით კომენტარებს არ აკეთებენ. 2009 წელს ბუტილირებული წყლის წარმოებამ Danone-ს 15 მლრდ ევრო ან საერთო ამონაგების 17% მოუტანა. ქვედანაყოფის შესაძლო გაყიდვის შესახებ შეტყობინების შემდეგ პარიზის აუქციონზე კომპანიის აქციათა ფასი 3%-ით გაიზარდა. წყარო - http://fintimes.km.r
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_194.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 11:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.