მსოფლიო ბანკის უფროსმა ოქროს სტანდარტის შემოღება არ შემოუთავაზებია | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
თავის სვეტში Financial Times-ში 8 ნოემბერს ზელიკს უბრალოდ სურდა, განეცხადებინა ახალი სავალუტო სისტემის შექმნის აუცილებლობის შესახებ, სადაც სარეზერვო ვალუტების ფუნქციებს არა მხოლოდ ამერიკული დოლარი, არამედ ჩინური იუანი, ევრო, იაპონური იენი და ბრიტანული ფუნტი შეასრულებდა. „მე იმაზე ვსაუბრობდი, რომ ამჟამად ოქროს ალტერნატიულ მონეტარულ აქტივად მიიჩნევენ. ეს იგივე არაა, რაც ოქროს სტანდარტი. ოქრო გახდა ორიენტირი, იმიტომ რომ ისინი, ვისაც ფული აქვს, ხედავენ იუანის გარდა ყველა ვალუტის სუსტ და ძალზედ ბუნდოვან პერსპექტივებს, იუანი კი დღემდე არ იმყოფება თავისუფალ გაცვლაში“, - ზელიკის ეს სიტყვები Financial Times-შია მოყვანილი. „ინვესტორებისათვის, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ პერსპექტიული პროექტი, ოქროში ფულის დაბანდება ყველაზე მიზანშეწონილია“, - ხაზი გაუსვა ზელიკმა. 9 ნოემბერს ნიუ-იორკის ბირჟაზე ოქრო რეკორდულ მაჩვენებლამდე გაძვირდა. წყარო - http://fintimes.km.r
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_193.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 10:32 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.