ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებმა წეროვანში დევნილთა დასახლება მოინახულეს | საქართველოს ამბები | ||
ოკუპირებილი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გაეროში ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: არგენტინის, პარაგვაის, სურინამის, პერუს, ბრაზილიის და ჰონდურასის რესპუბლიკის მუდმმივი წარმომადგენლები გაეროში. შეხვედრა წეროვანის დევნილთა დასახლებაში გაიმართა. დელეგაციამ დაათვალიერა საჯარო სკოლა, დევნილთა საცხოვრებელი სახლები და იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
მინისტრმა ელჩებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს კოტეჯები ცეცხლის შეწყვეტიდან 3 თვეში აშენდა და 2001 ოჯახი დაბინავდა, თუმცა ისიც ახსენა, რომ დევნილებს აქვთ დაბრუნების უფლება და აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ. ასევე, ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე ის დევნილები, რომლებიც საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ, მაგალითად, სკოლა, საბავშო ბაღი, საავადმყოფო, სამსახური ყველას შეუნარჩუნდა. ელჩები 2008 წლის ომის შედეგად დევნილების გარდა, აფხაზეთიდან დევნილების მდგომარეობით დაინტერესდნენ. კერძოდ, სად ცხოვრობენ ისინი, რომელ რეგიონებში არიან, თვითმართველობებთან როგორი ურთიერთობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობენ თუ არა და ასევე მათი რეინტეგრაციის საკითხით. რობერტო ოჩოა - ჰონდურასის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეირექტორი: „ძალიან დიდი შთაბეჭდულებების ქვეშ ვარ, ნამდვილად არ ველოდი, რომ აქ ესეთი მდგომარეობა დამხვდებოდა. დასახლებაც ძალიან მომეწონა და დევნილებისთვის შექმნილი პირობებიც. ძირითადად, ასეთი პოლიტიკური კონფლიქტის დროს ადამიანური უფლებები ავიწყდებათ და უფრო პოლიტიკურ საკითხებზე გადადიან. აქ კი ყველაფერი პირიქითაა, დაზარალებულ მოსახლეობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რაშიც თავად დავრწმუნდი და ამისთვის დიდი მადლობა მინდა მოვუხადო თქვენს მთავრობას." კახა ლომაია - საქართველოს წარმომადგენელი გაეროში: "ელჩების მიზანია ადგილზე გაეცნონ დევნილთა მდგომარეობას და მათი დაბრუნების პრობლემას. ის, რაც დღემდე საკუთარი თვალით ნახეს, აბსოლიტურად განსხვავდება იმისგან, რაც ესმით გაეროში რუსეთის წარმომადგენლებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიუ იროკში დაბრუნებისას ამ ანგარიშებს წარუდგენენ, როგორც გეროს შესაბამის ორგანოებს, ისე თავიანთ მთავრობებს." კობა სუბელიანი - ოკუპირებილი ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი: "დევვნილების ფუნდამენტური უფლებაა დაბუნება თავიანთ კარ-მიდამოში. ამ ყველაფრის რეალიზაციაში უნდა დაგვეხმაროს ორგანიზაცია, რომელსაც ქვია გაერო და რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა გრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ელჩები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ დევნილები ნორმალურ პირობებში ცხვორობენ, მაგრამ მთავარ უფლებას - დაბრუნებას რეალიზაცია აუცილებლად ექნებათ". წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_192.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 10:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.