მთავრობის სტრატეგია ფისკალური მიმართულებით გაუმჯობესდება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მთავრობა 2011-2014 წლებში ხარჯების მიმართვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებზე გეგმავს, როგორიცაა სოციალური სფერო, ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, უსაფრთხოება და მართლწესრიგი. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის თანდათანობით შემცირება. საგულისხმოა საანგაროშო პერიოდში ბიუჯეტის ხარჯების წილის შემცირება მშპ-თან მიმართებაშიც. აღნიშნულის მისაღწევას მთავრობა საგადასახადო კანონმდებლობის შემდგომი ოპტიმიზაციითა და სახელმწიფო ხარჯების მენეჯმენტის შემდგომი სრულყოფით შეეცდება. 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების წილმა მშპ-ის მიმართ 1.4 პროცენტით მოიკლო. იმავდროულად სახელმწიფო ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 5.3%-ით. 2009 წელს, წინა წელთან შედარებით, 10 პროცენტული პუნქტით გაიზარდა მთავრობის ვალის წილი მშპ-თან მიმართებაში და 41.2 პროცენტს გაუტოლდა. გრძელვადიანი პერიოდისთვის მთავრობის სტრატეგია ფისკალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც უზრუნველყოფს: ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნებას; მაკროეკონომიკურ სტაბილურობას; ხარჯების ზრდას პრიორიტეტულ მიმართულებებზე; საფინანსო წესრიგის გაძლიერებას. წყარო - ghn.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_165.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 09:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.