დიმიტრი როგოზინი: საქართველოს ''მაპი'' რომ არ მისცეს პუტინის დამსახურუბაა | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() "ამჯერად ნატოელებს თავისივე თავი რომ არ შეეყვანათ ჩიხში, ჩვენ იმთავითვე ვუთხარით ჩვენი სურვილის შესახებ - არავითარი სიურპრიზები. ჩვენ გვინდა პროგნოზირებადი დღის წესრიგი პროგნოზირებადი პარტნიორისგან. ჩვენ თითქმის დაგვარწმუნეს იმაში, რომ ნატოს სამიტზე არასასიამოვნო დეკლარაციებს ადგილი არ ექნება", _ აცხადებს როგოზინი. მისივე თქმით, რუსეთს ლისაბონში არ სურდა "მეორე ბუქარესტის" ხილვა, - "მაშინ როდესაც 2008 წელს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავისი რეპუტაცია დააყენა რისკის ქვეშ მიიღო რა გადაწყვეტილება რუსეთ-ნატოს სამიტზე გამგზავრების შესახებ. მასზე კი იყო გეგმაში საქართველოსა და უკრაინისათვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმების მინიჭების საკითხი", _ აცხადებს როგოზინი. მისივე თქმით, ის რომ "არც საქართველოს და არც უკრაინას ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა არ მისცეს, მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო სწორედ იმაზე, რომ სამიტს რუსეთის ექს-პრეზიდენტი პირადად ესწრებოდა". წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_164.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:23 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.