„რეფერალური ჰოსპიტალის“ ახალი მფლობელი პოლონური კომპანია გახდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
„რეფერალური ჰოსპიტალის“ ახალი მფლობელი პოლონური კომპანია „The One“ გახდა. კომპანიამ გასაყიდი ობიექტი 550 000 აშშ დოლარად შეიძინა. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ აუქციონზე პრივატიზაციაზე გამოტანილ იქნა კომპანია „რეფერალური ჰოსპიტალის“ წილის 100%, რომლის საწყისი ფასიც 500 000 დოლარს შეადგენდა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ობიექტით მხოლოდ კომპანია “The One”დაინტერესდა. აუქციონის პირობების თანახმად, ახალი მფლობელი ვალდებულია 7 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს „რეფერალური ჰოსპიტალის“ სამედიცინო პროფილი, ასევე 3 წლის განმავლობაში ახალმა მფლობელმა 3 მლნ ევროს ოდენობის ინვესტიციები უნდა დააბანდოს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებაზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_158.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.