უნგრელი ბიზნესმენები საქართველოში განახორციელებენ უპრეცედენტო ინვესტიციას | საქართველოს ამბები | ||
უნგრელი ბიზნესმენები გეგმავენ საქართველოს აგრარულ სექტორში განახორციელონ ინვესტიცია 100 მლნ. ევროს ოდენობით. ,,Атон Инвест" უკვე დაასრულა მოლაპარაკება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. კომპანია გეგმავს საქართველოში სამი პროექტის განხორციელებას - ააშენოს ინდაურის ფერმა, ლოჯისტიკის ცენტრი და მოახდინოს მექანიზაცია. ,,Атон Инвест" წამომადგენელმა განაცხადა, რომ ინდაურის ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი. ჩადებული ფულის ამოღება შეიძლება 3-4 წელიწადში. მათი თქმით კომპანია ასევე დაინტერესებულია მარცვლეულისა და ბოსტნეულის წარმოებით. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის განცხადებით ეს არის პირველი შემთხვევა ასეთი დიდი ინვესტიციისა აგრარულ სექტორში. მან აღნიშნა, რომ უნგრელები მოხიბლულნი არიან საქართველოს საინვესტიციო და საგადასახდო გარემოთი, ამ ეტაპისათვის ისინი ეძებენ შესაბამის ადგილს ბიზნესის დასაწყებად. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_157.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.