იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 2,5 ათას კაცამდე გაიზარდა | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიის მთავარი პოლიციის სამმართველოს უკანასკნელი მონაცემებით, 11 მარტს ქვეყანაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი 2,5 ათას კაცამდე გაიზარდა. ამ დროისათვის იაპონიის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა 900 ადამიანის დაღუპვის ფაქტი, პრეფექტურებში დაკარგულ ადამიანთა რიცხვმა 1,6 ათას გადააჭარბა. ასობით ადამიანი დაშავებულია. დაღუპულები არის სამაშველო ოპერაციის წევრებთა შორის. მთავრობის ინფორმაციით მიაგის, ივატას და ფუკუსიმას პრეფექტურებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის შედეგად, დღეს დაიღუპა 2 პოლიციელი, ხოლო 55 სამართალდამცავს ვერ უკავშირდებიან. იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებული პუნქტები აღმოჩნდნენ 10 მეტრის სიმაღლის მქონე ცუნამის დარტყმის ქვეშ და ნანგრევებად არიან ქცეული. აქტიური სამაშველო სამუშაოები იქ ამ დროისთვის არ ტარდება, რადგან არის საშიშროება ახალი, ძლიერი მიწიქვეშა ბიძგებისა და ცუნამის განმეორების. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1568.html
| |||
განათავსა - Legatuss | 12 მარ. 2011, 13:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.