Yahoo!-ს შეძენის პრეტენდენტებში ჰონკონგელი მილიარდერი ჩაწერეს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ჰონკონგელი მილიარდერი ჯეკ მა, რომელიც ინტერნეტ-კომპანია Alibaba Group-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გახლავთ, აპირებს სხვა აზიელ ინვესტორთა ჯგუფთან ერთად შეიძინოს ინტერნეტ-საძიებო სისტემა Yahoo!. ამის შესახებ იუწყება Reuters დაუსახელებელ წყაროზე მინიშნებით. ამჟამად Yahoo! Alibaba-ში აქციათა 40%-იან აქციებს ფლობს. ამასთან, ამ პაკეტის საბაზრო ღირებულება 10 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ, როცა Yahoo!-ს მთელი კაპიტალიზაცია 22 მლრდ დოლარია. ამდაგვარად, ამ მომენტისათვის ჩინური კომპანია ამერიკულ კომპანიაზე რამდენიმე მილიარდი დოლარით უფრო ძვირია. უფრო ადრე მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იტყობინებოდნენ Yahoo!-ს შესაძლო გაერთიანებაზე სხვა ამერიკულ ინტერნეტ-კომპანია AOL-თან. აღნიშნული სცენარის განხორციელების გზაზე ძირითად სირთულეს წარმოადგენს აუცილებლობა Yahoo!-სათვის, გახადოს დამოუკიდებელი თავისი აზიური აქტივები, კერძოდ: Yahoo! Japan და Alibaba Group. Yahoo!, მნიშვნელობით მეორე საძიებო სისტემა აშშ-ში, ბოლო დროს სირთულეებს განიცდის კონკურენტი Google-საგან არსებითი ჩამორჩენისა და Facebook-თან და სხვა სოციალურ ქსელებთან ბაზრისათვის ბრძოლის გაძლიერების წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_156.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.