არაბულ ქვეყნებში მასობრივი „მრისხანების დღე“ გაიმართება | მსოფლიოს ამბები | ||
არაბულ ქვეყნებში დღეს მასობრივი „მრისხანების დღე“ გაიმართება. როგორც რუსული მასმედიის საშუალებები იტყობინებიან, მასობრივი ანტისამთავორობო მანიფესტაციები და მარშები მოსალოდნელია იემენში, ერაყსა და ბაჰრეინში. გრძელდება მიტინგები ტუნისსა და ეგვიპტეში, სადაც უკვე გაიმარჯვა სახალხო რევოლუციებმა და პოლიტიკური ცვლილებების ერა დადგა. ლიბიაში, მიუხედავად საბრძოლო მოქმედებებისა, რომლებსაც მეამბოხეები არმიის ნაწილების წინააღმდეგ აწარმოებენ, მოეწყობა მსვლელობები გარდამავალი ეროვნული საბჭოს მხარდაჭერის მიზნით. ტრიპოლში, როგორც წინა პარასკევს, მოძრაობის მოწინააღმდეგეები შეიკრიბებიან მეჩეთებში, რომლებიც პროტესტთა მთავარი ადგილები გახდება. მოსალოდნელია ოპოზიციური ძალების გამოსვლები ალჟირში, მავრიტანიაში, სუდანსა და ომანში. მიუხედავად ხელისუფლებათა აკრძალვისა, რომელიც რაიმე სახის საპროტესტო აქციების ჩატარების აკრძალვას ითვალისწინებს, „მრისხანების დღე“ საუდის არაბეთშიც გაიმართება. ხუთშაბათს ქვეყნის აღმოსავლეთში ადგილი ჰქონდა დემონსტრანტთა შეტაკებას პოლიციასთან, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. მსოფლიო მასმედიის საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ პოლიციელებმა პროტესტის მონაწილეებზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. საუდის არაბეთის ხელისუფლებები ამ ფაქტს უარყოფენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1549.html
| |||
განათავსა - Drakula | 11 მარ. 2011, 08:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.