აშშ ირანთან დიალოგისთვის მზადაა | მსოფლიოს ამბები | ||
აშშ მზადაა ირანთან ,,ექვსიანის" ფარგლებში განიხილოს არამარტო მისი პროგრამა ატომის შესახებ, არამედ სხვა საკითხებიც. ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულმა. ,,მართალია ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ირანის ატომური პროგრამა, თუმცა ,,ხუთს + ერთის" (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია) ფარგლებში ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სხვა საკითხებიც." კროულმა განაცხადა, რომ ირანმა აცნობა ევროკავშირის საზღვარგარეთის საქმეების წარმოების წარმომადგენელს მისი ატომური პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ. ,,მე დავამყარე კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ევროკავშირის საზღვარგარეთის საქმეების წარმოების აპარატში და მათ დამიმოწმეს რომ ირანმა უპასუხა კეტრინ ეშტონის მოწვევას (ირანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს მდივანმა საიდ ჟალილიმ პირადად გაუგზავნა მას ოფიციალური შეტყობინება). წყარო - apsny.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_152.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 09:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.