ACT: ოქრო მორთულობაა და მხოლოდ მერე - ინვესტიცია | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
მარკეტინგული კვლევების საკონსულტაციო კომპანია “ACT”-ის გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 26% იძენდა ოქროს ნაკეთობებს ან სამკაულებს საჩუქრად. ამ თვალსაზრისით საქართველოს მოსახლეობა იზიარებს მსოფლიო კრიზისით გამოწვეულ ტენდენციას, რომელიც გულისხმობს ოქროს ნაკეთობების გაყიდვების ზრდას, მათ შეძენასთან შედარებით. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ რესპონდენტთა უმეტესობისათვის (53%) ოქრო, უპირველეს ყოვლისა, მორთულობას წარმოადგენს და მხოლოდ მერე - ინვესტიციებს (31%). მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა ოქროს დანიშნულებას თავიანთ ესთეტიკურ მოთხოვნილებებს უკავშირებს, 31% უფრო რაციონალური და პრაგმატული შეფასებებით გამოირჩევა. მოცემული ნაწილისათვის, რომელშიც მამაკაცები დომინირებენ, ოქრო არის მყარი ვალუტა და კაპიტალდაბანდება, რომლის გამოყენებაც კრიტიკულ და კრიზისულ პერიოდებშია შესაძლებელი. მსოფლიო კრიზისის დროს ოქროს ნაკეთობების შესყიდვათა მოცულობა 30-40%-ით შემცირდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_151.html
| |||
განათავსა - Drakula | 10 ნოემ. 2010, 09:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.