ავტომობილების იმპორტიორებისთვის განბაჟების ახალი ვადა ამოქმედდება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 10 ნოემბერს, ძალაში შედის მთავრობის გადაწყვეტილება ავტომობილების იმპორტიორებისთვის განბაჟების ვადის 20-იდან 45 დღემდე გაზრდა. როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ამ ცვლილებას საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა არ სჭირდებოდა, რადგან ეს არის ქვენორმატიული აქტი, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა. "ბოლო პერიოდში ავტომობილებმა სასაქონლო ერთეულებიდან პირველი ადგილი დაიკავა, რაც სეროზული ბიზნესია და მის ლოჯისტიკაში ჩართულია ადგილზე სხვა ბიზნესებიც, რაც ამ ბიზნესებისთვის დამატებითი შემოსავალია. თუ დღემდე ავტომობილების შემომყვანთათვის განბაჟების ვადა იყო 20 დღე, ეს ვადა 45 დღემდე იზრდება, რაც საშუალებას აძლევს იმპორტიორებს, გაცილებით ფართო ასორტიმენტი შემოიყვანონ და შესთავაზონ კლიენტებს", განაცხადა ბაინდურაშვილმა. მინისტრის თქმით, ბოლო პერიოდში დაკვირვებებმა გვიჩვენა, რომ თუ ადრე სომხები და აზერბაიჯანელები მანქანის საყიდლად მიდიოდნენ გერმანიაში, დღეს ისინი შემოდიან საქართველოში და საქართველოდან გაჰყავთ ეს ავტომობილები. მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ ბიზნესის წახალისებისა და პროცედურების გამარტივებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_150.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 08:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 10 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.