სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 7 მარტიდან ელოდებიან | საქართველოს ამბები | ||
სინოპტიკოსების პროგნოზის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე დაბალი ტემპერატურა კიდევ 3 დღე შენარჩუნდება.7 მარტიდან ამინდი გაუმჯობესდება. როგორც კავკას-პრესს გარემოს დაცვის სააგენტომ შეატყობინა, საქართველო ამ დროისათვის ცივი ქარის დინების ქვეშ იმყოფება, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან მოედინება. რის შედეგადაც ტემპერატურა დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით უარყოფითი იქნება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ხოლო მაღალმთიან რეგიონში-თოვლი. თოვლი რიკოთის უღელტეხილზეცაა მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოშიც დრო და დრო იწვიმებს. ამინდის გაუმჯობესებას სინოპტიკოსები 7 მარტიდან ელიან. 2 დღეში ტემპერატურა 15 გრადუსამდე გათბება. მაგრამ 11 მარტიდან ნალექი ისევაა მოსალოდნელი. როგორც სინოპტიკოსები იუწყებია ტემპერატურის ხშირი მატება ან დაცემა მარტისათვის დამახასიათებელია, ამიტომაც მთელი თვის განმავლობაში ამინდი ცვალებადი იქნება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1468.html
| |||
განათავსა - Legatuss | 04 მარ. 2011, 17:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.