კრიმინოლოგიის პერსპექტივების განვითარების თემაზე სიმპოზიუმი ჩატარდება | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 10 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება ღია სამეცნიერო სიმპოზიუმი "კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში". ღონისძიების ორგანიზატორები არიან სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის განყოფილება; სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საზოგადოება; ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის დეპარტამენტი. სიმპოზიუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: კრიმინოლოგია, როგორც მეცნიერების დარგი და მისი მიზანი; კრიმინოლოგის როლი სახელმწიფოსა და საზოგადოებაში; საქართველოში კრიმინოლოგიის განვითარების კონცეპტუალური საკითხები. სიმპოზიუმის მიზანია კრიმინოლოგიის სპეციალიზაციის შემოღება საგანმანათლებლო სისტემაში (სტუ-ის წერილი საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტუ-ის ბაზაზე კრიმინოლოგიის სპეციალიზაციის შემოღებისა და პილოტური პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით). სიმპოზიუმში მონაწილეობენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დოქტორანტები და პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლების, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრების, მოსახლეობის სამართლებრივი შეგნების ამაღლების, საქართველოში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ზნეობრივი ნორმების განმტკიცებისა და ჰუმანურ-სოციალურ ურთიერთობათა დაფუძნებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეცნიერების ისეთი დარგის განვითარებას, როგორიც არის კრიმინოლოგია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_146.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 08:55 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 5 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.