პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან | საქართველოს ამბები | ||
დღეს, 10 ნოემბერს, პარლამენტში ფინანსთა მინისტრს კახა ბაინდურაშვილის ელოდებიან. ბაინდურაშვილი კომიტეტებში მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე 2011-2014 წლებისთვის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ მოხსენებებს გაკეთებს. ბაინდურაშვილი პარლამენტარებს ბიუჯეტის პროექტის ევროპასთან ინტეგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების, ასევე რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე გააცნობს. შეგახსნებთ, რომ 8 ნოემბერს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კომიტეტის თავმჯდომარეებს მოუწოდა, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა დროულად დაიწყონ, რომ 15 ნოემბრამდე შენიშვნების დამუშავება და მთავრობისთვის უკან გაგზავნა მოესწროს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_145.html
| |||
განათავსა - Legatuss | 10 ნოემ. 2010, 08:54 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.