„თავისუფალი საქართველო“ ეროვნული საბჭოდან გამოვიდა | საქართველოს ამბები | ||
ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველო“ ეროვნული საბჭოს შემადგენლობიდან გამოვიდა. კახა კუკავას მოძრაობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, გამოყოფის მიზეზი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნაა. გამომდინარე აქედან, ყველა დამფუძნებლური პროცედურის დასრულების შემდეგ ეროვნული საბჭო და „თავისუფალი საქართველო“ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებენ. „თუმცა ეროვნული საბჭო და „თავისუფალი საქართველო“ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად სხვადასხვა სოციალურ ან პოლიტიკურ საკითხებში ითანამშრომლებენ“, - აცხადებენ პრეს-ცენტრში. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1430.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 მარ. 2011, 12:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.