რამაზ კლიმიაშვილის სიკვდილის მთავარ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება | საქართველოს ამბები | ||
გამოძიება რამაზ კლიმიაშვილის სიკვდილის მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას ასახელებს. ამის შესახებ საუბარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც მიმდინარეობს. "2011 წლის 28 თებერვალს, მცხეთის №8 არსებულ ბინაში რამაზ კლიმიაშვილის ცხედარი აღმოაჩინეს. კრიმინალისტურმა სამსახურმა შესაბამისი გამოკვლევა ჩაატარა. პოლიციამ რამაზ კლიმიაშვილის ახლობლები დაკითხა, მათ შორის მარინა ტერენტევა, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა დაღუპულის გვამი. მისი ჩვენების მიხედვით, ის ინციდენტის წინა ღამეს მითითებულ ბინაში იმყოფებოდა, მან გაზის სუნი იგრძნო და დაინახა , რომ გაზის ქურა გამოურთავი იყო. მისი თქმით, გვამის აღმოჩენის დღესაც გაზის სუნი იგრძნო და გაზქურა ისევ გამოურთავი იყო." –აღინიშნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი დირექტორატი ხელმძღვანელობს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1419.html
| |||
განათავსა - Legatuss | 01 მარ. 2011, 14:10 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.