პრესს–სპიკერმა ტორშინას განცხადებას აბსურდული უწოდა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრესს–სპიკერმა მანანა მანჯღალაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე–სპიკერის ალექსანდრ ტორშინის განცხადებას აბსურდული უწოდა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მანანა მანჯღალაძემ აღნიშნა, ჩვენი მეზობლის მხრიდან ახალი არაფერი არ თქმულა და ეს ტრადიციული აბსურდული განცხადება იყო. "თავის დროზე პრეზიდნტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დომოდედოს აეროპორტში მომხდარი ტერაქტიტი განიხილა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრეზიდენტი აკრიტიკებდა და აკრიტიკებს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას"–განაცხადა მანანა მანჯღალაძემ. მოსკოვის აეროპოტ დოდოდევოში მომხდარ ტერაქტში საქართველოს ხელისუფელბის მონაწილეობის შესახებ ფედერაციის საბჭოს ვიცე–პიკერმა, ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის წევრმა ალექსანდრ ტორშინმა "რუსულ გაზეთთან" ინტერვიუში განაცხადა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1418.html
| |||
განათავსა - Legatuss | 01 მარ. 2011, 14:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.