უგულავა:მარშუტით მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება | საქართველოს ამბები | ||
თბილისის მერი გიგი უგულავა ირწმუნება, რომ სამარშუტო ტაქსის მგზავრობის ღირებულება არ გაიზრდება. ქალაქის ადმინისტრაციამ დეკემბრის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან დედაქალაქის მგზავრების მომსახურებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა. უგულავას თქმით, დედაქალაქში 3 ათასამდე ახალი მარშუტი იქნება შემოყვანილი: "ეს სრულიად ახალი და ტექნიკურად უსაფრთხო ავტომობილები იქნება, მგზავრობის საფასური შენარჩუნდება (დღეს ის 40–50 თეთრს, 0,23-0,29 დოლარს შეადგენს), არსებული სისტემა რეზერვის გამოყენების შესაძლებლობას მოგვცემს. მან ასევე განაცხადა, რომ მარშუტებში ელექტრონილი ბარათით გადახდის სისტემა იქნება შემღებული, რომელიც მგზავრებს ფასდაკლებებს სთავაზობს–ყველა სახეობის მინიციპალურ ტრანსპორტზე. (მეტროსა და ავტობუსებში პირველი მგზავროვა 50 თეთრს, 28 ცენტს შეადგენს),მესამე და ბოლო კი 20 თეთრს (11 ცენტი). "120 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს პრივილეგიები ექნება, ისინი მეტროსა და მუნიციპალურ ავტობუსებში ფასდაკლებით სარგებლობენ. რაც შეეხება მარშუტის მძღოლებს, თბილისის მერის თქმით, მათ სამსახური და ფიქსირებული ხელფასი შეუნარჩუნდებათ, რაც მათ ფინანსურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1415.html
| |||
განათავსა - Legatuss | 01 მარ. 2011, 12:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.