გერმანიის ელჩი გორს ესტუმრა | საქართველოს ამბები | ||
გერმანიის ელჩი საქართველოში ორთვინ ჰენიგი დღეს, 28 თებერვალს, გორს ესტუმრა. ვიზიტი გაცნობით ხასიათს ატარებდა. ელჩი შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლებების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა აქტუალური რეგიონალური საკითხები და მომავალი თანამშრომლობა განიხილეს. ორთვინ ხენიგმა და ზურაბ არსოშვილმა მოქალაქეთა მომსახურების ბიურო დაათვალიერეს, რომელიც ტექნიკური თანამშრომლობის გერმანული ორგანიზაციის ხელშეწყობით გაიხსნა. „ჩვენ რეგიონისათვის ყველა აქტუალურ თემას შევეხეთ, როგორც ეკონომიკის, ისე კულტურის სფეროში, ასევე პოტენციური ინვესტიციების საკითხს. ვსაუბრობდით ერთობლივ პროექტებსა და ქართულ-გერმანული ცენტრის შექმნაზეც“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გერმანიის ელჩმა. ვიზიტის მსვლელობაში მან ასევე მოინახულა გორის უნივერსიტეტი და სასწავლებელს სასწავლო ლიტერატურა აჩუქა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1410.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 თებ. 2011, 18:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.