სააკაშვილი: მთავარი არ არის ვის რა ფერის კომბინიზონი არცვია | საქართველოს ამბები | ||
მთავარი არ არის, ვის რა ფერის კომბინიზონი აცვია. მთავარია, ვინ რას ამბობს და ამ საუბრის შემდეგ რა ხდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბაკურიანის მონახულებისას განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა სასმელი წყლის ფილტრაციული სისტემის მშენებლობა მოინახულა, რომელის აშენება გასული წელს "ათასწლეულის გამოძახილის" ფარგლებში დაიწყო. 15 მარტს წყლის საცდელი გაშვება მოხდება, ხოლო აპრილიდან ბაკურიანის 15 000 აბონენტს ფილტრირებული წყალი მიეწოდება. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც იგი ბაკურიანის აღორძინებაზე საუბრობდა, მისი არავის არ სჯეროდა, მთელი ყურადრება მხოლოდ მის მწვანე კომბინიზონზე იყო გადატანილი. "მაშინ ზოგიერთს ჩემი მწვანე კომბინიზონი არ მოეწონა, ახლა შესაძლებელია ყვითელიც არ მოეწონოთ. თუმცა მთავარი ეს არა. მე აქ იმის სანახავად მოვედი, თუ რა გაკეთდა 2 წლის წინ დაგეგმილიდან–ყველაფერი 100 პროცენტითაა გაკეთებული და საქმიანობა ასე უნდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ბაკურიანში წინა წლისგან განსხვავებით, როდესაც ბაკურიანი განადგურების სიმბოლოს წარმოადგენდა, აქ ინფრასტრუქტურის განვითარება შეინიშნება. ასევე გაკეთებულია მაღალი დონის ტრასები. პრეზიდენტი ბაკურიანში გიგანტური სლალომის ჩემპიონატის მონაწილეებს შეხვდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1404.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 თებ. 2011, 18:25 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.