გაბაშვილი:სოფლის მეურნეობის განვითარება იმპორტზე დამოკიდებულებას ამცირებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი გაბაშვილს მიაჩნია, რომ პროგრამები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში განხორციელდება, ქვეყნის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, უმრავლესობის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ,ხელისუფლება არა ერთ პროექტს განახორციელებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ის ტვირთი შეუმსუბუქოს, რაც მსოფლიოში მომხდარმა მოვლენებმა გამოიწვია. დეპუტატის განმარტებით, ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება უკვე მიმდინარეობს, ხოლო საკვები პროდუქტების ვაუჩერები მოსახლეობას მარტიდან დაურიგდება. ასევ იგეგმება მაშტაბური ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში, რომლის მოცულობა 150 მილიონ ლარს შეადგენს. ეს პროგრამა გაზაფხულიდან დაიწყება. "ყველა არსებული პროგრამა ჩვენი სოფლის მეურნეობის დაცვას უზრუნველყოფს,იგი ასევე ხელს შეუწყობს მის ფორმიარებას საფერმო ბიზნესში, რომელის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და და საექსპორტო პოტენციალს გაზრდის"–განაცხადა გაბაშვილმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1402.html
| |||
განათავსა - Legatuss | 28 თებ. 2011, 18:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.