მონტსერატ კაბალიეს პატრონაჟით ესპანეთში „იავნანას“ მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება | მსოფლიოს ამბები | ||
9 მარტს ბარსელონას დიდ თეატრში „ლიცეუ“ფონდ „იავნანისა“ და ესპანური ფონდ „SOS“-ის ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართება. როგორც „იავნანას“ მხატვრულმა ხელმძღვანელმა თეონა ჯორბენაძემ “IPN“-ს შეატყობინა, საღამო მონტსერატ კაბალიეს პატრონაჟით გაიმართება. კონცერტში ცნობილი საოპერო მომღერლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტი ტელემარათონის ფორმით ჩატარდება. კონცერტისაგან მიღებული სახსრები დაიხარჯება ბავშვებზე, რომებიც აგვისტოს ომის შედეგად დაობოლოდნენ. აქციაში მონაწილეობის მიღებას ქართველი მაყურბლებიც შეძლებენ. საღამო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გავა. კონცერტს დაესწრებიან ესპანეთის მთავრობის წევრები, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები და საქართველოს დელეგაცია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1398.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 თებ. 2011, 11:28 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.