საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს შრომის კოდექსს აკრიტიკებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აშშ და ევროკავშირი შეწუხებულნი არიან საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციით. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის პროფკავშირთა გამომძიებელი ჯეკ ვოგტი. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს შრომის კოდექსი გააკრიტიკეს, ხოლო აშშ-ის პროფკავშირთა კონფედერაციამ მიმართა შტატების ადმინისტრაციას საქართველოსათვის „ჯი ეს პი პლუსის“, ან „ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის“ შეჩერების თხოვნით. როგორც ვოგტმა განაცხადა, იგი ჩამოვიდა საქართველოში, რათა ადგილზე შეისწავლოს სიტუაცია და საჩივარში ნახსენები ყველა საქმე გამოიძიოს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმირებული შრომის კოდექსი სტანდარტებს არ შეესაბამება და უნდა შეიცვალოს. „კოდექსი არ უსრუნველყოფს დაქირავებული მუშის უმიზეზო განთავისუფლებას. ასევე დარღვეულია ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიცაა გაფიცვის უფლება“, - განაცხადა ჯეკ ვოგტმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1395.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 თებ. 2011, 08:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.