მოსკოვში ჟურნალისტების დევნა გრძელდება | მსოფლიოს ამბები | ||
ოლეგ კაშინის შემდეგ მოსკოვის მახლობლად მდებარე ჟუკოვსკში გუშინ ღამით „ჟუკოვსკის ამბების“ კორესპონდენტს ანატოლი ადამჩუკს სცემეს. თავდასხმა რედაქციის ეზოში, მენდელევის №7-ში მდებარე სახლთან, ღამის 02 საათზე მოხდა. ჟურნალისტს ორი უცნობი უკნიდან მიეპარა და მძიმე საგანი ჩაარტყეს თავში. გონებადაკარგული ადამჩუკი დაეცა, ბოროტმოქმედები კი, ფეხებით სცემეს. ამჟამად ჟურნალისტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, თუმცა მას ტვინის შერყევა და თავის ქალის ტრავმა დაუდგინეს. ჰოსპიტალიზებაზე ადამჩუკმა უარი განაცხადა და შინ მკურნალობა ამჯობინა. რუსი სამართალდამცავები მომხდარს ყოფით შემთხვევას უკავშირებენ. ამასთან, ისინი ადამჩუკი არაფხიზელ მდგომარეობაზეც მიუთითებენ, რომელსაც მომხდარი ცუდად დაამახსოვრდა. თუმცა რედაქციაში ჟურნალისტის ცემის მიზეზად მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებენ. ბოლო დროს ადამკუსი ჟუკოვსკის ტყის გაჩეხვას აპროტესტებდა. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2008 წელს ჯიმკინსკის ტყის დაცვის გამო ამავე გაზეთის მთავარი რედაქტორს მიხეილ ბეკეტოვს სცემეს. 1982 წელს ხიმკინსკის ტყე ხელისუფლებამ ბუნების ძეგლად აღიარა, თუმცა მოგვიანებით, მას ეს სტატუსი მოუხსნა და „ბუნებადაცვით ტერიტორიად“ გამოაცხადა. მოსახლეობასა და ქალაქის ხელმძღვანელობას შორის ტყის შენარჩუნებისთვის ბრძოლა კვლავაც გრძელდება. წყარო - medianews.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_139.html
| |||
განათავსა - teo- | 10 ნოემ. 2010, 08:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.