ოპოზიცია საბოტაჟისათვის ემზადება | საქართველოს ამბები | ||
28 თებერვალს სამარშუტო ტაქსის მძღოლების შემდეგი აქციაა დაგეგმილი. ოპოზიცია აქციიაში იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩართვასაც აპირებს. როგორც "მედიანიუსს" კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივნმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, იძულებით დევნილი პირები, რომლებიც ხელისუფლებამ სამსახურის გარეშე დატოვა, სამარშუტო ტაქსის მძღოლებს სოლიდარობას უცხადებენ. "ჩვენ, კონსერვატიული პარტია, მხარს ვუჭერთ სამარშუტო ტაქსის მძღოლებსა და მათ მოთხოვნებს. აქციას "ხალხის პარტია","თავისუფალის საქართველო" და დევნილთა მოძრაობა შეუერთდება, სააკაშვილის რეჟიმმა 20 ათასი ადამიანი, რომელთა საქმიანობა სამარშუტო ტაქსებს უკავშირდება, უმუშევარი დატოვა."-განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა. აღსანიშნავია, რომ დევნილთა და სამარშუტო ტაქსის მძღოლთა აქციაში მთავარი როლი კონსერვატორებმა და სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ითამაშეს, რაც მიზანმიმართულ საბოტაჟზე მიუთითებს. ჩხარტიშბვილმა განაცხადა, რომ თუ სამარშუტო ტაქსის მძღოლების მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული, აქციები გაგრძელდება, რაც თბილისში სატრანსპორტო ბლოკადას გამოიწვევს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1389.html
| |||
განათავსა - Legatuss | 27 თებ. 2011, 13:15 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.