საქართველოს მთავრობა კურორტ ანაკლიის განვითარებისათვის დამატებით სახსრების გამოყოფს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
კურორტ ანაკლიაზე (შავი ზღვის სანაპირო) ტურისტული ზონის განვითარების მიზნით, რეგიონალური პროექტების ფონდიდან 6 მლნ ლარს გამოყოფენ, იტყობინება “GHN“. სახსრები მიმართული იქნება ტურისტული ზონის განვითარებაზე, საპროექტო სამუშაოების განხორციელებასა და სასტუმრო სექტორის განვითარებაზე. ამავდროულად, რეგიონალური პროექტების განსახორციელებლად ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი იქნება 5 მლნ ლარი, რომელიც მიმართული იქნება ანაკლიაში ბულვარის ზონის, კურორტ ანაკლია-განმუხურის აშენებაზე და ამ პროექტებთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლია ტურისტულ ზონად გამოაცხადა. სასტუმროთა მშენებლობის დაწყების მსურველებისაგან განაცხადების მიღება 1 აპრილს დასრულდება. მთავრობა ინვესტორებს უპრეცენდენტო პირობებს სთავაზობს, კერძოდ კი, ინვესტორი, რომელიც სასტუმროს აშენებას გადაწყვეტს, უფასოდ მიიღებს მიწას, სასტუმროს პროექტს, რომელშიც ყველა კომუნიკაცია იქნება მიყვანილი. ამას გარდა, 15 წლის განმავლობაში ინვესტორი გათავისუფლებული იქნება მოგებისა და ქონების გადასახადებისაგან. მიწები, რომლებსაც ინვესტორებს გადასცემენ, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ მდებარეობს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1385.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 თებ. 2011, 11:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 1 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.