საქართველოში გამკაცრებულია უცხოეთიდან ქვეყანაში ამანათების შემოტანის წესები | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს ხელისუფლებებმა გაამკაცრეს უცხოეთიდან საერთაშორისო სამგზავრო ავტობუსებით ქვეყანაში ამანათების შემოტანის წესები. ამიერიდან საზღვრებზე მყოფი მებაჟეები გულმოდგინედ შეამოწმებენ ტვირთს სამგზავრო ავტობუსებში, რომლებსაც გადაჰყავთ მგზავრები და ტურისტები საბერძნეთიდან და თურქეთიდან. ადრე ქართველი ემიგრანტები ავტობუსებით დიდ ტვირთებს აგზავნიდნენ, რომლებიც არ იბეგრებოდა გადასახადით. მათ თბილისში ნათესავები ხვდებოდნენ და ტვირთის განბაჟებას არ ახდენდნენ. ამის გამო სახელმწიფო გადასახადის სახით დიდ თანხებს კარგავდა. თუმცა ახლა მოხდება ყველა ტვირთის შემოწმება და განბაჟება. ქართული ხელისუფლებები საზღვარგარეთ მყოფ ემიგრანტებს სთავაზობენ ოფიციალურად ისარგებლონ საქართველოს ფოსტით და ქვეყანაში ამანათები ამ ორგანიზაციის მეშვეობით გამოაგზავნონ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1372.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 თებ. 2011, 12:05 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.