თბილისის ექიმთა ნაწილი მგზავრობის საშეღავათო ტარიფებით ისარგებლებს | საქართველოს ამბები | ||
დედაქალაქის სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირების გარკვეულ კატეგორიას მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საშეღავათო ტარიფები დაუწესდება. მოცემული საკითხი თბილისის საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე განიხილეს. საკრებულოს ინფორმაციით, შეღავათები დაუწესდებათ უბნის ექიმებს, პედიატრებსა და ოჯახის ექიმებს. მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 20 თეთრი ეღირება. დედაქალაქში მოცემული ტარიფით დაახლოებით 730 ექიმი ისარგებლებს. გუშინდელ სხდომაზე განახლებული რეგლამენტი დაამტკიცეს. ასევე განხილულ იქნა საკრებულოს ახალი წევრის უფლებამოსილებების საკითხი. კერძოდ, უმრავლესობის ყოფილი წევრი ვახტანგ მჭედლიძე გურამ კინწურაშვილმა შეცვალა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1370.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 თებ. 2011, 09:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.