ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიები თავისუფალ ნომრებს აბრუნებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიებმა გამოუყენებელი ნომრების დაბრუნება დაიწყეს. კომუნიკაციათა ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია „ბილაინის“ მიერ 3 700 ათასი ნომრის დაბრუნება განიხილა. არსებული ინფორმაციით, 2 მლნ ნომრის დაბრუნებას „მაგთი“ აპირებს. კომპანია „ჯეოსელზე“ ამ საკითხის თაობაზე ინფორმაცია ჯერ არ არის. ნომერთა პორტაბელურობის სისტემის ამოქმედების შემდეგ კომპანიებს ყოველი ნომრისთვის 38 ცენტის გადახდა უწევთ. „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ 8-9 მლნ ნომერია, მათ შორის გამოუყენებლებიც და წელიწადში მათ მომსახურებისათვის 4 მლნ დოლარის გადახდა უწევთ. ნომრებისთვის მაღალ გადასახადს კომპანიები „მაგთი“ და „ჯეოსელი“ სასამართლოში განიხილავენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1367.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 თებ. 2011, 09:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.