ლეიბორისტებმა პირველი კლინიკური საავადმყოფოს გაყიდვა გააპროტესტეს | საქართველოს ამბები | ||
ლეიბორისტებმა დღეს პირველი კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების წინ აქცია-ბრიფინგი ჩაატარეს. ლეიბორისტების ერთერთი ლიდერის სოსო შატბერაშბილის განცხადებით, კლინიკურ საადმყოფოს, ასევე მის ტერიტორიაზე არებულ სხვა ობიექტებს დაუდგენელი წარმომავლობის ბიზნესმენი დანიელ გუპტა მინიმალურ ფასში ყიდულობს. ლეიბორისტების ცნობით, შენობის მიმღები ნაწილი 1 მლნ ლარად იქნა გაყიდული, სამშობიარო კორპუსი 850 000, ხოლო ანესთეზიური განყოფილება 50 000 ლარად. როგორც შატბერაშვილმა განაცხდა, მარტში ახალი აუქციონი დაინიშნება, სადაც ობიექტის დანარჩენი ნაწილიც იქნება გატანილი გასაყიდად. "ამ კორპუსების გაყიდვის შემდებ, არავინ იცის თუ რა აშენდება მათ ადგილზე. მართალია ამბობენ, რომ ამ ობიექტებს სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდება, მაგრამ ჩვენ ამაში ეჭვი გვეპარება,"-განაცხადა მან. ლეიბორისტების აქციაში, შატბერაშვილის მოწოდების მიუხედავად, სამედიცინო პერსონალმა მონაწილეობა არ მიიიღო. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1366.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 თებ. 2011, 16:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.