საქართველოში საწვავის ფასების ამაღლებაა მოსალოდნელი | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
მისი თქმით, არავინ მოელოდა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 100 აშშ დოლარს გადააჭარბებდა. „სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში ართულებს პროგნოზს. არსებობს საფრთხე, რომ დაძაბულობა საუდის არაბეთზეც გავრცელდება, რომელიც ნავთობის მსხვილი მომპოვებელი და იმპორტიორია. ლიბიაში კი ნავთობის მოპოვება და ექსპორტი მესამედით შემცირდა“, - აღნიშნა მთვრალაშვილმა. მსოფლიოს წამყვან სანავთობო ბაზრებზე ბოლო ვაჭრობების შემდეგ ნავთობის ფასი სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ლონდონში InterContinental Exchange Futures Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 0.11 აშშ დოლარით გაიზარდა და 111.36 აშშ დოლარი შეადგინა ერთ ბარელზე. ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange Light Sweetl-ის ტიპის ნავთობის ფასი 0.82 აშშ დოლარით შემცირდა და შეადგინა 97.28 აშშ დოლარი ერთ ბარელზე. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1363.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 თებ. 2011, 16:09 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.