აჭარაში უძრავი ქონებაზე ფასები 15 პროცენტით გაიზარდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საქართველოს ზოგ რეგიონში უძრავ ქონებაზე ფასები გაიზარდა. სააგენტო "გორო ჯგუფის" ცნობით წლის დასაწყისშივე აჭარაში უძრავი ქონების ღირებულებამ 15 %-ით მოიმატა. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ბათუმში ძალიან ბევრი ინვესტიცია იქნა ჩადებული, რამაც ფასების გაზრდას ხელი უბიძგა. როგორც გიორგი ბარვენაშვილმა აღნიშნა, ფასების მატება სამშენებლო მასალების გაძვირებამაც გამოიწვია. მაგრამ სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, ქუთაისში აქტივაცია არ იქნა შემჩნეული, ამ ქალაქში ინოვაციები უფრო წლის ბოლოსათვისაა მოსალოდნელი. ბათუმისადმი დიდი ინტერესის არსებობას ფირმა "პრივატ ჯგუფიც" ადასტურებს. მათი თქმით, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა მიწაზე. იგი ბაზრის კიდევ უფრო გამოცოცხლებას გაზაფხულისათვის ელოდება აჭარაში ერთი კვადრატული მიწის ფასი საშუალოდ 60 დოლარიდან იწყება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1362.html
| |||
განათავსა - Legatuss | 25 თებ. 2011, 16:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.