სააკაშვილი: მთავარი რევოლუცია რევოლუციის შემდეგ დავიწყეთ | საქართველოს ამბები | ||
ახლო აღმოსავლეთში ცივილიზებული ხალხია, ისინი შეძლებენ სწორი გზის პოვნას, - ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლოაღმოსავლურ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ „ПИК“-ს. სააკაშვილის თქმით, თავისუფლება ყოველთვის უკავშირდება რისკს, თუმცა, არა თავისუფლება განასახიერებს საკუთარ თავში აფეთქების რისკს. „ყველა ეს რევოლუცია, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, დასახელებას იღებს სხვადასხვა მცენარეებისაგან, ზოგან „ჟასმინთა რევოლუციაა“, „კედართა რევოლუციაა“ ლიბანში და ა. შ., ანუ საქართველომ ერთგვარი ბრენდი შექმნა. რევოლუციაში მთავარი ის კი არაა, რომ ქუჩაში იდგე და დროშები აქანავო, რევოლუციის მთავარი რამ ჩვენთან რევოლუციის შემდეგ დაიწყო“, - აღნიშნა სააკაშვილმა. მისივე თქმით, „თუ მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც შემდეგ ოთხ წელზეა გათვლილი, საბოლოოდ განამტკიცებს ამ ყველა ტენდენციას, მაშინ ვიტყვი, რომ რევოლუციამ ნამდვილად გაიმარჯვა“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1360.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 თებ. 2011, 12:04 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.