იაპონიიდან ბათუმში დელფინები ჩამოიყვანეს | საქართველოს ამბები | ||
იაპონიიდან ბათუმში სპეციალური ავიარეისით 7 დელფინი ჩამოიყვანეს. იაპონური მხარის მიერ ნაჩუქარი დელფინების ჩამოყვანა საერთაშორისო ფონდ „ქართუმ“ უზრუნველყო, რომელსაც ქართული წარმოშობის რუსი მილიარდერი ბიზინა ივანიშვილი ასპონსორებს. დელფინების ჩამოსაყვანად თვითმფრინავში სპეციალური ბასეინი დაყენდა და სპეციალური მიკროკლიმატი შეიქმნა. როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, ბათუმის დელფინარიუმი კვლავ მიიღებს სტუმრებს და დელფინების მონაწილეობით შოუებს მოაწყობს მიმდინარე წლის მაისიდან. უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში დელფინარიუმი 5 წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1358.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 თებ. 2011, 10:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.