აშშ-ის ელჩმა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობის ახალი პროგრამა წარმოადგინა | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა წარმოადგინა მართლმსაჯულების რეფორმის ხელშეწყობის ახალი პროგრამა „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და სამართლებრივი გაძლიერება“. პროგრამა აშშ-ის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. მისი მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობის დონის გაზრდა, მართლმსაჯულების გაძლიერება, სამართლებრივი პრაქტიკის გაუმჯობესება და იურიდიული განათლების დონის ამაღლება. პროექტი 4-წლიანია და მისი ბიუჯეტი 19.3 მლნ დოლარს შეადგენს. „მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლისთვის სასამართლოს მიმართ ნდობა გაიზარდა, სისტემა უნდა გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი და ეფექტური და ამაში მოცემული პროექტი დაგვეხმარება“, - აღნიშნა ელჩმა პრეზენტაციაზე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1357.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 თებ. 2011, 10:23 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.