კადაფის შვილი ოპოზიციას შეუერთდა | მსოფლიოს ამბები | ||
ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის შვილი საიფ ალ-არაბი ოპოზიციონერებს შემოუერთდა, იტყობინება ირანული ტელეარხი PressTV.
აღნიშნული ტელეარხის მონაცემებით, საიფ ალ-არაბ კადაფი, რომელსაც მამამ ძალოვანი სტრუქტურების ლოიალობის შენარჩუნება და ოპოზიციის მხარეს მათი გადასვლის დაუშვებლობა დაავალა, 24 თებერვალს ბენგაზში საპროტესტო აქციების მონაწილეებს შემოუერთდა. ეს ქალაქი ლიბიაში სიდიდით მეორე ქალაქია. იგი უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება. კადაფი ქვეყანას 1969 წლიდან მართავს. მისი მოწინააღმდეგეების მასობრივი საპროტესტო აქციები ლიბიაში 16 თებერვლიდან ტარდება. ოპოზიციის კონტროლის ქვეშ, რომლის მხარეზეც ჯარის რამდენიმე ქვედანაყოფი გადავიდა, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი იმყოფება. სამართალდამცავი ორგანიზაციების მონაცემებით, კადაფის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის შეტაკებების შედეგად, ასევე ხელისუფლებების მიერ ოპოზიციის აქციების ჩახშობის დროს ორ ათასამდე ადამიანი დაიღუპა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1355.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 თებ. 2011, 09:39 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.