ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებს სარეკლამო შეღავათებს უწესებენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ალკოჰოლური სასმელების რეკლამაზე დაგეგმილ შეღავათებს უმსხვილესი ქართული კომპანიები ეხმაურებიან დღეს მოქმედი ნორმით, ძლიერი სპირტიანი სასმელების რეკლამის ნებისმიერი სახით გავრცელება ქალაქებსა და სხვა დასახლებული პუნქტებში მხოლოდ 2011 წლის იანვრამდე უნდა ყოფილიყო დაშვებული. თუმცა "რეკლამის შესახებ" კანონში ცვლილებების თანახმად, ვადამ 2015 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. დღეს ტელევიზიით მაგარი სპირტიანი სასმელების რეკლამის გავრცელება მხოლოდ 23 საათიდან არის შესაძლებელი, ხოლო კანონპროექტით მათი ტელერეკლამა 20 საათიდან გავა. ძლიერ სპირტიან სასმელთა ნუსხაში შედის 14% და ზემოთ სპირტის შემცველობის სასმელი. არყის და სპირტის მწარმოებელ კომპანია “გომში” აცხადებენ, რომ ზოგადად რეკლამა კომპანიებისთვის საჭიროა, თუმცა ისეთი მწირი ფინანსური შესაძლებლობის კომპანიებისთვის, როგორიც “გომია,” ძვირადღირებული სატელევიზიო რეკლამა ნაკლებად ხელმისაწვდომია. ამიტომ შესაძლოა შეღავათით იმპორტიორებმა ისარგებლონ და მომგებიან პოზიციაშიც ისინი აღმოჩნდნენ. კომპანია “სამგორი ალკოშიც” უჭირთ საუბარი, რამდენად წაახალისებს გაყიდვებს სარეკლამო შეღავათები. მათი თქმით. სარეკლამო დროის გაზრდა მეტ მაყურებელს ნიშნავს, თუმცა შედეგებზე წინასწარ საუბარი რთულია. “სამგორი ალკოს” წარმომადგენელთა თქმით, აქციზის გაორმაგებამ გაყიდვებზე გავლენა მოახდინა და რამდენად გადაწონის ეს შეღავათი გამკაცრებულ საგადასახადო რეჟიმს, რთული სათქმელია. აქციზური გადასახადის გაზრდილი განაკვეთი ძალაში პირველი აგვისტოდან შევიდა. აღნიშნული ცვლილებით, შესაძლოა, მხოლოდ იმპორტიორებმა მოიგონ. წყარო - commersant.ge
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_135.html
| |||
განათავსა - teo- | 09 ნოემ. 2010, 21:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.