საქართველოში ოკუპაციის კვირეული გრძელდება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა მინისტრის მოადგილემ ირინა ქურდაძემ მონაწილეობა მიიღო 1921 წლის 25 თებერვლის რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზე ლექცია-დისკუსიაში, რომელიც თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. ღონისძიება ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ზრდადი თაობის სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას. 47-ე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ისტორიის ინსტიტუტის ექსპერტმა ლელა სარილიძემ 1921 წლის თებერვლის მოვლენებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია გააცნო. ჩატარებულმა ლექციამ დისკუსიის დროსაც გამოიწვია დიდი ინტერესი. ექსპერტმა მოსწავლეთა მრავალ შეკითხვას უპასუხა. სხვადასხვა საჯარო სკოლებში ამგვარი ლექცია-დისკუსიები კვირის ბოლომდე ჩატარდება. განათლების სამინისტრო უკვე მესამე წელია, რაც თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოს ოკუპაციისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ატარებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1347.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 თებ. 2011, 18:51 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.