Fitch-მა ლიბიის სუვერენული რეიტინგი შეამცირა | მსოფლიოს ამბები | ||
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა 21 თებერვალს ლიბიის საკრედიტო რეიტინგი „BBB+”-დან „BBB“-მდე შეამცირა. როგორც Bloomberg იტყობინება, რეიტინგი შემცირდა მასობრივი მანიფესტაციების გამო, რომლებმაც თებერვლის შუა რიცხვებში ქვეყანა მოიცვა. Fitch-ში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა კვლავ შეამცირებენ ქვეყნის რეიტინგს. თუ ლიბიის რეიტინგი კიდევ ერთი საფეხურით შემცირდება, იგი საინვესტიციოზე უფრო დაბლა აღმოჩნდება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში დაბანდების რისკები Fitch-ის მიერ შეფასდება, როგორც საკმაოდ მაღალი. ლიბია, მეტწილად, სანავთობო სექტორზეა დამოკიდებული: იგი უზრუნველყოფს მშპ-ის დაახლოებით მეოთხედს, ექსპორტის 95%-ს და ბიუჯეტის 80%-ს. ნავთობის მაღალი მარაგებისა და შედარებით მცირე მოსახლეობის გამო ლიბია აფრიკის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნადაა მიჩნეული. ამ ქვეყანაში მუშაობს დიდი რაოდენობა საზღვარგარეთული კომპანიებისა, განსაკუთრებით იტალიიდან. სწორედ ამიტომ ლიბიაში უწესრიგობები ეგრევე აისახა იტალიის საფონდო ინდექსებზე. ასე, 21 თებერვალს მილანის Borsa Italiana-ს ძირითადი ინდექსი 3-ზე მეტი პროცენტით დაეცა. 21 თებერვლისათვის ლიბიის მანიფესტანტებმა, რომლებიც მუამარ კადაფის გადადგომას ითხოვებ, რამდენიმე ქალაქი დაიკავეს, ასევე ქვეყნის დედაქალაქის - ტრიპოლის აეროპორტი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის შეფასებით, ლიბიაში უწესრიგობების შედეგად უკვე 300-400 ადამიანი დაიღუპა. მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან მთავრობა მანიფესტანტებისათვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებს, მათ შორის იარაღის გამოყენებითაც. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1332.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 თებ. 2011, 12:31 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.