შაორის ტურისტული კომპლექსისათვის რამდენიმე ინვესტორი შეირჩევა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
შაორის ტურისტული კომპლექსისათვის, სავარაუდოდ, რამდენიმე ინვესტორი შეირჩევა. ამის შესახებ კომერსანტ.გეს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, შაორის განვითარების სტრატეგიული გეგმა არსებობს და მოცემული მიმართულებით მუშაობა უახლოეს პერიოდში გააქტიურდება. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ სავარაუდოდ რამდენიმე ინვესტორის არჩევა გახდება საჭირო. შეგახსენებთ, რომ რაჭის ტურისტული განვითარება ტურიზმის განვითარების შემდეგი ეტაპია. ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, სიღნაღისა და მესტიის შემდეგ პრიორიტეტულია ბორჯომისა და რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. რამდენიმე ინვესტორის აუცილებლობაზე ექსპერტებიც საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანის მარინა მეტრეველის თქმით, შაორი იმდენად მასშტაბური ზონაა და იმხელა შესაძლებლობები აქვს, რომ მთავრობამ ყველაფერი ერთ ინვესტორს არ უნდა გადასცეს. მისი თქმით, არ უნდა განმეორდეს ლიკანის მაგალითი, რომელიც შეიძინა ყაზახელმა ინვესტორმა, დაანგრია კურორტი და დღემდე არავინ იცის, აღდგება იგი თუ არა. შეგახსენებთ, რომ კურორტ შაორის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2006 წელს გაჩნდა, ხოლო პროექტის პრეზენტაცია 2008 წელს მოეწყო. გეგმის მიხედვით, გასულ წელს უნდა მოწყობილიყო კურორტი ოთხივე სეზონისათვის. გასული წლის დასაწყისში კურორტით ეგვიპტელი ინვესტორები დაინტერესდნენ, მაგრამ მათ და მთავრობას შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1330.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 თებ. 2011, 12:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.