გერმანიაში რკინიგზელთა გაფიცვა დაიწყო | მსოფლიოს ამბები | ||
გერმანიაში სარკინიგზო ტრანსპორტის თანამშრომელთა საერთო ეროვნული გაფიცვა დაიწყო. ორგანიზატორები მოითხოვენ ერთიანი ტარიფებისა და შრომის პირობების შემოღებას ყველა მემანქანისათვის, რომლებიც სახელმწიფო და კერძო კომპანიებში მუშაობენ. როგორც Вести.Ru გადმოსცემს, ორი საათით მოძრაობა შეწყვიტეს სახელმწიფო სარკინიგზო კონცერნ Deutsche Bahn-ისა და ექვსი კერძო სარკინიგზო კომპანიის მატარებლებმა. საპროტესტო აქციას მხარი დაუჭირეს როგორც სამგზავრო, ისე სასაქონლო მატარებლების მემანქანეებმა. პროფკავშირის უფროსის კლაუს ვეზელსკის თქმით, კერძო სექტორის თანამშრომლები 30%-ით ნაკლებს იღებენ, ვიდრე მემანქანეები სახელმწიფო კომპანიებში. მან აღნიშნა, რომ სატარიფო საკითხის გადაჭრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს არანაირი შედეგი არ მოუტანია. რკინიგზელთა ბოლო მსხვილი გაფიცვა 2010 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც მასში თითქმის 1600 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაშინ მონაწილეები სატარიფო ბადის გათანაბრებას მოითხოვდნენ, რათა თავი აეცილებინათ კომპანიებს შორის კონკურენციას, რომელიც ხელფასის შემცირების მიზეზი ხდება. წყარო - http://news.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_1329.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 თებ. 2011, 12:27 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.